საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.07.2017
მიმდინარე წლის 26-28 ივლისს, ყაზბეგში, სასტუმრო ,,Rooms Hotel“-სა და 31ივლისი-3აგვისტოს, ლოპოტას ტბაზე, სასტუმრო ,,ლოპოტაში“, საერთაშორისო დონორთა ტრანინგებში, სასამართლო ქეისების შესრულებაში გამარჯვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართველობის ინსტიტუტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, გაიმართება ტრენინგები ადამიანის უფლებათა საფუძვლებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციის შესახებ.
დღის წესრიგებით გათვალისწინებულია ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა: ,,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესული ყველაზე ცნობილი საჩივრები და სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები, მე-5 მუხლი - პროცედურული გარანტიები, გამოხატვის თავისუფლება, კაზუსი და ჯგუფური მუშაობა, პრაქტიკული სამუშაოს შეჯამება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი უახლესი გადაწყვეტილებების მიმოხილვა, ევროპული კონვენცია და სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებით განხილვაზე დასაშვებობის კრიტერიუმები, ევროპულ სასამართლოში არსებით განხილვაზე დასაშვებობის კრიტერიუმები: კაზუსის განხილვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და შესაბამისი გარანტიები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა