საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 11.07.2017
უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ახალი კრებული (2017 # 1-3) სისხლის სამართლის საქმეებზე.
ჟურნალი ორი ნაწილისგან შედგება. ზოგად ნაწილში თავმოყრილია ისეთი განაჩენები, რომლებიც ეხება ოჯახური დანაშაულის განმარტებას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებს, სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, სასჯელის დანიშვნის სხვადასხვა საკითხებს, პირობით მსჯავრს და ამნისტიას.
კერძო ნაწილში გაერთიანდა შემდეგი თემები: დანაშაული სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის, საკუთრების წინააღმდეგ, ნარკოტიკული დანაშაული, დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ და სამოხელეო დანაშაული.
იხილეთ: 2017 წლის # 1-3 გადაწყვეტილებათა კრებული სისხლის სამართლის საქმეებზე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა