საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 06.04.2017
2017 წლის 16 და 30 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომებზე დამტკიცდა:
მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, მოსამართლეთა XX რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების დრო - 2017 წლის 8 აპრილი, 12:00 საათი, ადგილი - მართლმსაჯულების სახლი, XX რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 (ორი) წევრისა და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 1 (ერთი) წევრის არჩევნების საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ნიმუშები.
ასევე, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული პროექტი „საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას წარედგინება დასამტკიცებლად.
კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.
აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილებისქ. №32.
საკონტაქტო პირი:
ნოდარ ბერიძე - nodari.beridze@supremecourt.ge; ტელ: 577 14 99 59
გულიკო ორთოიძე - guliko.ortoidze@supremecourt.ge; ტელ: 577 71 10 50
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა