საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 22.02.2017
2017 წლის 21 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ უმასპინძლა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელთა შეხვედრას მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულკომისიაში (CEPEJ) საქართველოს შესახებ წარსადგენი ანგარიშის მომზადების პროცესის, მისი გაუმჯობესებისა და დახვეწის გზების შესახებ. შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს წარმომადგენელი მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულკომისიაში, ნინო ბაქაქური ხელმძღვანელობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ შეხვედრის გახსნისას ანგარიშის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულების სისტემის მაღალი ხარისხია და ამის უზრუნველსაყოფად მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედოგეგმის შემუშავების პროცესში მაქსიმალურად იზიარებენ CEPEJ-ს სტანდარტებს. მოსამართლე ნინო ბაქაქურმა მიმოიხილა CEPEJ-ს ანგარიშის სტრუქტურა და შინაარსი, ისაუბრა ინფორმაციის შეგროვებისა და წარდგენის წესებზე და ამ პროცესში, სხვადასხვა უწყებებს შორის ეფექტური კოორდინაციის მნიშვნელობაზე.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ სამომავლო რეფორმებს. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. EU4Justice ∙ სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა იმ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა გაზიარება მნიშვნელოვანია ანგარიშის მომზადებისას.
შეხვედრაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილებდნენ. შეხვედრა EU4Justice ∙ სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გაიმართა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა