საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 14.01.2017
დღეს ,14 საათზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის „მართლმსაჯულების სახლის “დარბაზში საქართველოს მოსამართლეთა მე-19 კონფერენცია გაიმართა, რომელზეც 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ, საანგარიშო მოხსენებით წარდგა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე ისაუბრა პარლამენტის მიერ მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის“ კანონთა პაკეტის მიღების შესახებ, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს, როგორიცაა: საქმეთა შემთხვევითი განაწილების ელექტრონული სისიტემის დანერგვა (რომელიც საპილოტე რეჟიმში 2017 წლის 1 ივლისიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამოქმედდება), დისციპლინური სამართალწარმოების ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ფორმირება ,საკასაციო სასამართლოში საჩივრების დასაშვებობის საფუძვლის გაფართოება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მენეჯმენტის დეპარტამენტის ჩამოყალიბება (სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ეფექტურად მართვისთვის და დანერგვისთვის). ხსენებული რეფორმის პაკეტი ხელს შეუწყობს ქართული სასამართლო სისიტემისადმი ნდობის გაზრდას. მოსამართლეთა კონფერენციაზე 2016 წელი შეფასდა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი წინსვლის წლად. 2016 წელს გადაიდგა ხელშესახები ნაბიჯები მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ეფექტიანად და ხარისხიანად განხორციელებას და უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის მართლმსაჯულების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას. მოსამართლეთა კონფერენციას საერთაშიორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა