საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.12.2016
2016 წლის 28 დეკემბერს მართლმსაჯულების სტარტეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მომუშავე კომიტეტის სამუშაო ჯგუფების ერთიანი სხდომა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.
სხდომაზე კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა ოთხმა სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა შემდეგ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებთან: სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება, ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულება, ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და სანდო მართლმსაჯულება, დაკავშირებით შუალედური ანგარიში. მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიის „სინერჯი ჯგუფის“ წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებთან მიმოიხილა მართლმსაჯულების სტრატეგიის შემუშავების პროცესი და აღნიშნული პროცესის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
შეხვედრის დასასრულს კომიტეტის წევრებმა განიხილეს სტრატეგიული მიმართულებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი სამომავლო აქტივობები.
კომიტეტი დაკომპლექტებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობით, მოსამართლეებით, სასამართლო სისტემის სხვა წარმომადგენლებით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მოსამართლეთა ერთობის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლებით. კომიტეტის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის სამუშაო შეხვედრები მხარდაჭერილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) და ევროკავშირის პროექტის "მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში" მიერ, რომელსაცახორციელებს "Human Dynamics”
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა