საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.12.2016
2016 წლის 26 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მეოთხე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასამართლო ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და მართლმსაჯულებისადმი ნდობის საკითხებზე მსჯელობას შეეხებოდა. შეხვედრას მოდერაციას უწევდა სინერჯი ჯგუფი.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს სტრატეგიის მიმართულებების თაობაზე პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი წინადადებები და განსაზღვრეს ხელმისაწვდომი, სანდო და გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამომავლო აქტივობები.
მართლმსაჯულების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმის შემუშავებას მხარს უჭერს USAID-ის პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა“ (PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოაგდოება (GIZ).
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა