საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.12.2016
2016 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.
ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა:
1. მოსამართლეთა XIX კონფერენციის ჩატარების თარიღი და ადგილი - 2017 წლის 14 იანვარი, 14:00 საათი, რეგისტრაცია 13:00 საათზე, ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა (მართლმსაჯულების სახლი);
2. მოსამართლეთა XIX კონფერენციის დღის წესრიგი;
3. მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა.
მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც (12 იანვარი, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.
აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. №32.
საკონტაქტო პირები:
გულიკო ორთოიძე - guliko.ortoidze@supremecourt.ge; ტელ: 577 71 10 50;
ნოდარ ბერიძე - nodari.beridze@supremecourt.ge; ტელ: 577 14 99 59
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა