საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.12.2016
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემის 2016 წლის საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრა მართავს. ნინო გვენეტაძე შეხვედრის მონაწილეებთან პრეზენტაციის ფორმატში ვრცლად მიმოიხილავს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც მიზნად ისახავდა რეფორმის ოთხი შემდეგი ძირითადი მიმართულების - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა; მართლმსაჯულების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულება; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და ნდობა - პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვას.
შეხვედრაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე მიმოიხილავს სასამართლო სისტემის სამომავლო გეგმებსა და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, განსახორციელებელ აქტივობებს.
შეხვედრას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
უახლოეს მომავალში უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ანალოგიური სახის შეხვედრას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა