საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.12.2016
2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ შსს-ს აკადემიის ახალი პროექტის ფარგლებში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის პირველი საჯარო ლექცია ჩაატარა.
ლექციის მთავარი თემები იყო სასამართლო ხელისუფლება და მისი დამოუკიდებლობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. მომხსენებელმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპებსა და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე ისაუბრა, რომელიც ძალაში 2016 წლის იანვარიდან შევიდა. ნინო გვენეტაძემ აღნიშნულ სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები მიმოიხილა.
საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა