საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.12.2016
2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის - სამართლიანი სასამართლო ყველასთვის“ მმართველი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი ევროკავშირ-საქართველოს „მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის“ (EU4Justice) პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიანი სასამართლოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საკანონმდებლო რეფორმის რეალობად ქცევას, სასამართლო სისტემის ფარგლებში სტრატეგიული დაგეგმარების ხელშეწყობას, სასამართლოს მოდერნიზაციას თანამედროვე ელექტრონული ინსტრუმენტების დანერგვის მეშვეობით, საზოგადოების სასამართლოს მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესებასა და საზოგადოების ნდობის გაძლიერებას.
შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზაზა თავაძემ, საქართველოში ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, ბატონმა პიტერ დენისმა და პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა რენატე ვინტერმა.
„სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ მმართველი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შეიმუშავებს სასამართლო სისტემის ხარისხის, დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაზრდისთვის შესაბამის წინადადებებს. მმართველი ჯგუფი სამუშაო შეხვედრას ექვს თვეში ერთხელ გამართავს, სადაც განხილული იქნება პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და ძირითადი ამოცანების შესრულების სამომავლო გეგმები.
პროექტის ხანგრძლივობა 32 თვეა (2016 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის ივნისამდე) და მისი ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიონ ევროს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა