საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 10.12.2016
2016 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა სამდივნოსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, უზენაეს სასამართლოში გაიმართა მრგვალი მაგიდა მოსამართლეებისთვის თემაზე - "უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გაძლიერება განახორციელონ ევროპის საბჭოს სტანდარტები სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვის საკითხებზე".
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 (5) წლის რეკომენდაციებისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებთან მიმართებით სტანდარტების შესახებ ცოდნის ამაღლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ჭრილში, აგრეთვე, ლგბტ პირების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, არსებული გამოწვევებისა და საკანონმდებლო ნორმების შესრულების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ გამოცდილებების გაზიარება.
შეხვედრაზე, ბატონმა რობერტ ვინტემუტმა, ადამიანის უფლებათა სამართლის პროფესორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სექსუალური უმცირესობების უფლებების, სიძულვილის ენისა და გენდერული იდენტობის საკითხებზე საერთაშორისო სტანდარტები. სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში სასამართლოს როლის შესახებ მონაწილეებს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის საქართველოს ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი ბესარიონ ბოხაშვილი ესაუბრა.
შეხვედრაზე აღინიშნა ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა, აგრეთვე, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების აღმოფხვრისა და სიძულვილის ენის დაძლევის აუცილებლობა.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსმოსამართლეებმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეებმა, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა