საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 07.12.2016
2016 წლის 6 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით. სხდომას ხელმძღვანელობა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე.
შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლეები, აგრეთე, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები, განიხილეს ირიბ ჩვენებებსა და ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტები.
შეხვედრაზე მონაწილეებმა დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებულ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკაშვირებით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა