საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 24.11.2016
2016 წლის 24 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარესა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ეკონომიკური გაერთიანებისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები: იოჰანეს დოფლი და დენიელ ჰაასი; GIZ-ის ქვეყნის დირექტორი, მერი შეფერი; გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ქვეყნის დირექტორი კლაუს ფაიგელი; გერმანიის განვითარების ბანკის სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის ქვეყნის მენეჯერი, ბეატე რიხტერი, ასევე, GIZ-ის პროექტების მენეჯერი, თომას მაიერი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აღინიშნა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წვილილი ქართული მართლმსაჯულების განვითარების სფეროში. მონაწილეებმა მოკლედ მიმოიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წარმატებულად განხორციელდა, მიმდინარეობს ან იგეგმება უახლოეს მომავალში სასამართლო სისტემის საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დააფიქსირეს მზაობა მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა