საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.11.2016
2016 წლის 15 ნოემბერს ქართულ და ლატვიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ პროექტის ფარგლებში ლატვიის რესპუბლიკის საკვალიფიკაციო პალატისა და სასამართლო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვიზიტით უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლატვიის ადმინისტრაციული სასამართლოს მთავარი მოსამართლე, საკვალიფიკაციო კომიტეტის თავმჯდომარე, მარის ვიგანტსი; სასამართლო ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილეები: ინეს კალნინა და ანდრის მუნდა; ასევე, სასამართლოს ადმინისტრაციის იურიდიული და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ინეს ლინცა.
შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენლება მიიღეს, განხილული იქნა სასამართლოს ბიუჯეტისა და ორგანიზაციული საკითხების ფორმირებასთან დაკავშირებული თემები.
ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის სასამართლოს ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკის გაზიარებასა და ამ სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებას.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა