საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 08.11.2016
2016 წლის 8 ნოემბერს უზენაეს სასამართლოს საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ს სამოსამართლო საქმიანობის კალიფორნიის შტატის კომისიის დირექტორი/უფროსი მრჩეველი ვიქტორია ჰენლი ეწვია. სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი და მოსამართლეთა დისციპლინური პაპსუხისმგებლობის საფუძვლები განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკა და მიდგომები გაუზიარეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) მართლმსაჯულების კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის ხელმძღვანელი ინგა თოდრია, პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.
დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსგავსი ფორმატის შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებთანაც გაიმართა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა