საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 22.10.2016
2016 წლის 22 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: „საერთო იურისდიქციის სასამართლოები: მიღწევები და პერსპექტივები“ წაიკითხა.
შეხვედრის ფარგლებში ნინო გვენეტაძე დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საერთო იურისდიქციის სასამართლოების შესახებ, მსმენელები გაეცნენ სასამართლო სისტემის პრიორიტეტებსა და მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს.
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ლექციაზე ასევე განიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპები და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს არასრლწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევების, განხორციელებული და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძებების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა