საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 20.09.2016
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2016 წლის 20 სექტემბერს გაიმართა უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა.
პლენუმის წევრები გაეცნენ წარდგენილ კანდიდატს, მიიღეს მისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დანიშნა თეიმურაზ ტუღუში.გადაწყვეტილება პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა