საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 30.07.2016
2016 წლის 29 ივლისს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზება, აღნიშნული კატეგორიის დავებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა და საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები. მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში, ასევე იმსჯელეს საარჩევნო დავების თემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი მოსამართლეები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა