საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 10.07.2016
2016 წლის 9 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 191 მოსამართლე.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.
კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეებმა ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებად ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნენ: ლევან თევზაძე, ამირან ძაბუნიძე, ირაკლი კოპალიანი და ნიკოლოზ მარგველაშვილი, ხოლო, ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარედ - ლევან თევზაძე.
კონფერენციის მუშაობას აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა