საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.06.2016
2016 წლის 25 ივნისს უზენაეს სასამართლოში მხარდამჭერის ინსტიტუტის დანერგვის პოზიტიური ასპექტებისა და გამოწვევების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე გასიტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს მხარდამჭერის ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობა და იმსჯელეს პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების მოგვარების კომპლექსურ გზებზე. კერძოდ, მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარმოადგინეს საკანონმდებლო სრულყოფის მიზნით სამომავლო ხედვები.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მოსამართლეები, როგორც უზენაესი სასამართლოდან, ისე თბილისის საქალაქო და რაიონული სასამართლოებიდან; აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მხარდამჭერის ინსტიტუტის განვითარების სამომავლო პერსპექტივების თაობაზე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით პირველად ერთობლივი მსჯელობა უზენაეს სასამართლოში მიმდინარე წლის 5 მაისს გაიმართა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა