საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 04.05.2016
2016 წლის 2-3 მაისს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა(CERD) ჟენევაში გამართულ 89-ე სესიაზესაქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 2 ივლისს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად წარდგენილი გაერთიანებული მე-6, მე-7 და მე-8 პერიოდული ანგარიშები განიხილა. გაეროში პერიოდული ანგარიშის განხილვისას პირველად იყო სასამართლო წარმოდგენილი. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა, მარინე კვაჭაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო დისკრიმინაციის საკითხებთან მიმართებით სასამართლო სტატისტიკა, ასევე ისაუბრა მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარებული და დაგეგმილი ტრენინგებისშესახებ. მოხსენების ფარგლებში მიმოხილული იქნა სასამართლო გადაწყვეტილებებში დისკრიმინაციის შესახებ საერთაშორისო აქტების გამოყენების საკითხი.
ინტერაქტიული დიალოგის ფორმატში და აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში, მომხსენებელმა უპასუხა ექსპერტთა შეკითხვებს კონვენციის იმპლემენტაციასა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას გაწეული სამუშაოსათვის და მიწოდებული ინფორმაციისათვის. განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა