საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 04.12.2011
2011 წლის 3 დეკემბერს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალ მსმენელებს შეხვდა.
სკოლის მსმენელების შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შეჯამდა კონკურსის შედეგები, ( გასაუბრებაზე 52 კანდიდატი გავიდა) , რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მე-8 ჯგუფი დაკომპლექტდა.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის 8 ახალი მსმენელი სწავლას 5 დეკემბრიდან შეუდგება, ესენი არიან: ნათია ბარბაქაძე, ვალერიან ბუგიანიშვილი, ნათია ბუსკაძე, ნინო ილურიძე, ია ლაბაძე, კახაბერ მაჭავარიანი, ციცინო როხვაძე და მანუჩარ ცაცუა.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა 10 თვის მანძილზე გრძელდება, სწავლება მოიცავს თეორიულ, პრაქტიკულ და სასემინარო კურსებს. ახალი მსმენელები იუსტიციის უმაღლესი სკოლის მე-8 ნაკადია, რომელიც სკოლაში ჩაირიცხა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა