საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 04.04.2016
2016 წლის 4 აპრილს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქ-ნ ნინო გვენეტაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ბ-ნ იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმოამდგნელობის ატაშე, პროგრამების მენეჯერი, ქ-ნ ივონე გოგოლი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა“ მენეჯერი ბ-ნ პიტერ დენისი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, ასევე სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. ქ-ნ ნინო გვენეტაძემ ელჩთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვას, რომლებიც ეხება საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვასა და დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის დახვეწის მიზნით დამოუკიდებელი ინსპექტორის ინტიტუტის შემოღებას.
შეხვედრის დასასრულს ბ-ნ იანოშ ჰერმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის 2017-2020 წლების პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის მხარდაჭერა საქართველოში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა