საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 08.03.2016
2016 წლის 8 მარტს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთი რაიონული სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა კატეგორიის განმხილველ მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხელმძღვანელობდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ქალბატონი მზია თოდუა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სასამართლო პრაქტიკაში კერძო სამართლის მიმართულებით გამოვლენილი პრობლემების შესახებ მსჯელობა და ანალიზი. მონაწილეებმა, აქტიური დიალოგის ფორმატში, მოისმინეს მოხსენებები შემდეგ საკითხებზე: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში; სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები; აღიარებითი სარჩელების დასაშვებობა და ნარდობის მომწერსიგებელი ნორმების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში. შეხვედრაზე, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებული დავების სპეციფიკაზეც იქნა წარდგენილი მოსაზრებები და მიმოხილვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ ბოლო დროს გამოტანილ ორ საქმეზე.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა განხილული თემების თაობაზე შემაჯამებელი დისკუსია. მოსამართლეებმა შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები სამომავლოდაც რეგულარულად დაიგეგმება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა