საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 02.03.2016
2016 წლის ორ მარტს უზენაეს სასამართლოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის „საქართველოში კანონის უზენაესობის ხელშეწყობის“ (PROLoG) ფარგლებში უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრებსა და საერთაშორისო ექსპერტს, ჯეიმს მოლიტერნოს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებზე, კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გასაჩივრების პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებზე. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა მიმოიხილა დისციპლინურ სამართლაწარმოებასთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები: მაია ვაჩაძე, ვასილ რიონიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე; უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი; ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები; აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ინსტიტუციური განვითარების მიმართულების დირექტორი ირინა ლორთქიფანიძე და ინსტიტუციური განვითრების მიმართულების კოორდინატორი ნინო ცხვარიაშვილი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა