საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 29.02.2016
2016 წლის 27 თებერვალს უზენაეს სასამართლოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის: „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტის, ქალბატონი ივანა როანას მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები, იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ლევან მესხორაძე; ადამიანის უფლებათა ექსპერტი ნანა მჭედლიძე; უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით არსებული ეროვნული კანონმდებლობისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ მსჯელობა შესაბამისი რეკომენდაციების მიღების მიზნით. კერძოდ, შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა მიმოიხილა დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტები და ევროპული სასამართლოს პრაქტიკა დისკრიმინაციის აკრძალვაზე. აღნიშნული საკითხის ირგვლივ მონაწილეებმა განიხილეს კონსტიტუციის მე-14 მუხლისა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა