საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 23.02.2016
2016 წლის 23 თებერვალს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საერთო სასამართლოების რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიული მიმართულებების თაობაზე მსჯელობა. მონაწილეებმა განიხილეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის გრძელვადიანი სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა