საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 24.11.2011
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა პირველ პროცესს „ისტორიული პროცესი უწოდა“.
„მე დღეს შევხვდი ნაფიც მსაჯულებს, რადგან მაინტერესებდა მათი ემოციები, მათი განწყობა და დამოკიდებულება პროცესის მიმართ. სწორედ ამ ნაფიც მსაჯულებს მოუწიათ პირველი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, ეს იყო მათი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის თავად მიიღოს მონაწილეობა მართლმსაჯულების განხორციელებაში“ – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
კონსტანტინე კუბლაშვილმა ასევე დადებითად შეაფასა ნაფიც მსაჯულთა პროცესის გაშუქებისას მედიის როლი და პროფესიონალიზმი. „ ჟურნალისტებმა კარგად გაითავისეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრათ ნაფიც მსაჯულთა პროცესის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას. ჟურნალისტების მხრიდან არ დაფიქსირებულა არც ერთი, თუნდაც ტექნიკური ხასიათის დარღვევა, რისთვის მათ მადლობას მოვახსენებ“.
შეხვედრის დასასრულს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მომავალ კვირას ჩანიშნული ნაფიც მსაჯულთა ახალი პროცესის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა