საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 22.02.2016
2016 წლის 22 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბატონი იუქსელ ქოჯამანი; საერთაშორისო სამართლის და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის, დირექტორის მოადგილე, ბატონი აჰმეთ ბაშარანი; სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დაკავების ცენტრების გენერალური დირექტორატის, დეპარტამენტის უფროსი, ბატონ ჰალილ იბრაჰიმ დიზმანი; საერთაშორისო სამართლის და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატი, გამომძიებელი მოსამართლე, ბატონი ნურსელ ერდემი.
უცხოელ სტუმრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.ნინო გვენეტაძემ დელეგაციის წევრებს გააცნო სასამართლო სისტემის ხედვები და პრიორიტეტები, ასევე მათ ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ნოვაციებზე.
შეხვედრა აქტიური დიალოგის ფორმატში წარიმართა. დელეგაციის წევრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიღებისათვის. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი, ბატონი აჰმეთ სონერ ენსაროღლუ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.
თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში (21-24 თებერვალი) იმყოფება და მართავს შეხვედრებს საქართველოს სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა