საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.02.2016
2016 წლის 15 თებერვალს უზენაეს სასამართლოში ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ქალბატონი დუბროვკა სიმონოვიჩის მონაწილეობით საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ. შეხვედრის ფარგლებში აქტიური კითხვა-პასუიხის რეჟიმში განხილული იქნა ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებით არსებული ეროვნული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი დუბროვკა სიმონოვიჩის საქართველოში 15-19 თებერვალას ოფიციალური ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების შესწავლა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა