საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 14.02.2016
2016 წლის 13-14 თებერვალს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით "ლოპოტაზე" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითრების სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა ექსპერტი დაფირ კრამერი, როტერდამის სტრატეგიული აკადემიის კონსულტანტი.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სტრატეგიის ზოგადი პრინციპები და აღნიშნულის კონტექსტში გაანალიზეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები ეფექტური სტრატეგიის შემუშავების მიზნით.
ორდღიან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ბატონმა ლევან მურუსიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა