საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 01.02.2016
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წლის 30 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით იმყოფება მაქს პლანკის სახელობის ფრაიბურგის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (გერმანია).
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრები სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან.
მაქს პლანკის სახელობის ფრაიბურგის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი არის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, სადაც ძირითადი კვლევები ტარდება სისხლის სამართლასა და კრიმინოლოგიაში. ინსტიტუტის შექმნის ისტორია უკავშირებდა 1938 წელს პროფესორ ადოლფ შონკეს მიერ ალბერტ -ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ სემინარს, თემაზე: „საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართალი“. აღნიშნული ღონისძიება გახდა სწორედ 1947 წელს საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ინსტიტუტის დაარსების საფუძველი. მოგვიანებით, 1966 წელს ინსტიტუტს „მაქს პლანკის საზოგადობასთან“ შერწყმის შემდეგ შეეცვალა დასახელება და დღეისათვის მას ეწოდება მაქს პლანკის სახელობის ფრაიბურგის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა