საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.01.2016
2016 წლის 25 იანვარს უზენაეს სასამართლოში ევროპის საბჭოს ექსპერტების: სლოვენიის უზენაესი სასამართლოს გენერალური მდივნის, მოსამართლე ბატონი ჯანკო მარინკოსა და სლოვენიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფროსი მრჩევლის, ბატონი რადო ბრეზოვარის მონაწილოებით უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებთან ანალიტიკური განყოფილების სტრატეგიის თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარება და უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების სტრატეგიასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.
უცხოელმა ექსპერტებმა ზოგადი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისა და მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის შესახებ. ანალიტიკურმა განყოფილებამ დეტალურად გააცნო ექსპერტებს ის ფუნქციები, რომელსაც უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტის მიხედვით ახორციელებს ანალიტიკური განყოფილება. შეხვედრაზე მონაწილეებმა ანალიტიკური განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით დააფიქსირეს სამომავლო ხედვები.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის - „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და საერთაშრისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოში“ - მხარდაჭერით. უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების სტრატეგიასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევის მიზნით ევროპის საბჭოს ექსპერტები უზენაეს სასამართლოს სამუშაო ვიზიტით ახლო მომავალში განმეორებით ეწვევიან.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა