საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 23.01.2016
2016 წლის 23 იანვარს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ოზურგეთისა და ზუგდიდის რაიონულ, ბათუმისა და ფოთის საქალაქო სასამართლოებში სამუშაო შეხვედრები გამართა, სადაც, მოსამართლეებთან ერთად განიხილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის „გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის“ ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები, დაათვალიერა სასამართლო შენობები და მოწმეთა დაკითხვისათვის განკუთვნილი ოთახები, ასევე, იქ არსებული ინფრასტრუქტურა.
ასეთივე შეხვედრები უკვე გაიმართა რუსთავის საქალაქო, მარნეულის მაგისტრატ და მცხეთისა და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებში. უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა სასამართლოების მონახულება და ყველა იმ საკითხების ადგილზე შესწავლა, რაც უკავშირდება გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის ამოქმედებას.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უშუალოდ მოსამართლეებისგან მოისმინა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომელიც შეეხებოდა, როგორც სამართლებრივ, ასევე ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ ასპექტებს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა