საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.01.2016
2016 წლის 20 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საძიებო სისტემა HUDOC-ის განყოფილების უფროსმა სტეფანო პალერმიტმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი მოსამართლეებისთვის და პროცესის მონაწილე მხარეებისთვის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე არსებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საძიებო სისტემის მნიშვნელობას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ექსპერტს გააცნო წინადადებები მონაცემთა ბაზის გაუმჯობესების და სამომავლო დახვეწის თაობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს განყოფილებების ხელმძღვანელები და მათი წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის HUDOC-ის ქართული ინტერფეისის შექმნის თაობაზეც.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო უზენაეს სასამართლოში არსებული მონაცემთა ბაზის გაუმჯობესების ტექნიკური დეტალების მიმოხილვას, სადაც ბატონ პალერმიტთან ერთად მონაცემთა ბაზის ექსპერტი ფრანცის დოჰერტი იღებდა მონაწილეობას.
ექსპერტების მოწვევა და მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყო ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პროექტის - „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და საერთაშორისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოში“ - მხარდაჭერით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა