საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 31.12.2015
ძვირფასო კოლეგებო,
უზენაესი სასამართლოსა და პირადად ჩემი სახელით სრულიად საქართველოს, მის ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით - ქვეყნის სასამართლო სისტემაში მოღვაწე თითოეულ მოსამართლესა და თანამშრომელს გულითადად ვულოცავ დამდეგ 2016 წელს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს ცხოვრებაში. ტრადიციისამებრ, ძველი და ახალი წლების გზასაყარზე ვსახავთ ახალ გეგმებს, ამოცანებს და გვსურს ახალი წელი, ჩვენი საქმიანობისა თუ პირადი წარმატების თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი იყოს ძველზე. მიუხედავად სირთულეებისა, გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი გამოწვევებისა, მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სასამართლო სისტემისათვის.
დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა 2016 წელი იყოს ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე გასული წელი!
პატივისცემით,
ნინო გვენეტაძე
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა