საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.12.2015
მიმდინარე წლის 19 დეკემბერს ბორჯომში, სასტუმრო "რიქსოსში" გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "წამების კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები და პრევენციის მექანიზმები, საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება", რომელშიც მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯუდომარემ ეკა ბესელიამ, რის შემდეგაც გაიხსნა დისკუსია.
ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშრისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, საერთაშორისო ექსპრემა ჰანს-იორგ ალბრეხტმა წარადგინა მოხსენება თემაზე: "წამებისა და არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლის საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან". კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე.
კონფერენციის მონაწილეები დისკუსიის რეჟიმში განიხილავენ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ საქართველოს კანონის პროექტს.
კონფერენცია დაიხურება ხვალ, 2015 წლის 20 დეკემბერს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა