საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.12.2015
2015 წლის 16 დეკემბერს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის გამოცდის ექსპერტის ჯინ გასკელის მონაწილეობით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების საკვალიფიკაციო ტესტების შემდგენლებისათვის ტარდება ტრეინინგი თემაზე: „საგამოცდო ტესტების შედგენა და გასწორება“ .
ტრეინინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მოსამართლეების საკვალიფიკაციო ტესტების დახვეწა და გაუმჯობესება მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სასამართლო კორპუსში მაღალკვალიფიციური სამოსამართლეო კადრების შემატებას.
ტრეინინგის ფარგლებში შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი: ადმინისტრაციული, სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და საკონსტიტუციო (ადამიანის უფლებები) სამართლის მიმართულებით. მონაწილეები აქტიური დისკუსიისა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლის რეჟიმში შეიმუშავებენ არსებული საგამოცდო ტესტების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს.
ტრეინინგი უზენაეს სასამართლოში 17 დეკემბერს შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდება.
ტრეინინგი ტარდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამისა (EWMI –PROLoG) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა