საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 02.12.2015
სამწუხაროა მზია ლეკვეიშვილზე წარსულ დროში საუბარი, იშვიათს თუ ხელეწიფება იღვაწოს საზოგადოებისათვის, პრინციპულად დაიცვას ფუნდამენტური, ადამიანური ღირებულებები, მან აღზარდა არაერთი თაობა, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სისხლის სამართლის მეცნიერებაში. მისი ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსსა თუ ნორმატიულ აქტებში ბევრი პროგრესული დებულება აისახა, განუზომელია მზია ლეკვეიშვილის პედაგოგიური ღვაწლი, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ცოდნა, მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს განვითარებაში განათლების საკითხებს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ეკისრა. მზია ლეკვეიშვილი იყო საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, არაერთი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი, სისხლის სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი მზია ლეკვეიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა