საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 29.11.2015
2015 წლის 28 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში შექმნილი „სისხლისსამართლებრივ გადაცდომათა კოდექსის“ პრეზენტაცია. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული სისხლის სამართლის (სისხლისსამართლებრივი გადაცდომების) თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონცეფციის შემუშავება, კანონპროექტის შექმნა და ადვოკატირება.
შეხვედრის მონაწილეებს „სისხლისსამართლებრივ გადაცდომათა კოდექსი“ გააცნო ავტორთა კოლექტივმა, რომელშიც შედიან: მერაბ ტურავა, დავით სულაქველიძე, ლევან ხარანაული და გიორგი დგებუაძე.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მას ესწრებოდნენ: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე; ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა