საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.11.2015
2015 წლის 27 ნოემბერს 18:00 საათზე უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაუძღვება საჯარო ლექციას თემაზე: „სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“.
საჯარო ლექციას დაესწრებიან იმ 14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტისა და სამართლის სკოლის სტუდენტები, ვისთანაც იუსტიციის უმაღლეს სკოლას გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
სხვა დაინტერესებულ პირებს და ფართო საზოგადოებას საჯარო ლექციის პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა ექნებათ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.hsoj.ge და იუსტიციის უმაღლესი სკოლის Facebook გვერდზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა