საქართველოს მოსამართლეთა XXXI კონფერენცია

xxxi

საქართველოს მოსამართლეთა XXXI კონფერენცია

გამოქვეყნებულია: 14/10/2022

2022 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა 2022 წლის 14 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა:

- საქართველოს მოსამართლეთა XXXI კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2022 წლის 23 ოქტომბერი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 12:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19;

- XXXI კონფერენციის დღის წესრიგი;

- საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა;

-    საარჩევნო ბიულეტენების და ოქმების ნიმუშები.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 1 დღით ადრე (22 ოქტომბრის, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6.

საკონტაქტო პირი: თორნიკე ქოჩქიანი

ტელ: 598 465 351

kochkiani.tornike@gmail.com

ბოლო სიახლეები

მაისი 2024

  • Previous month
  • Next month
მაისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi