უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ევროპელ...

s

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ევროპელ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

გამოქვეყნებულია: 07/10/2022

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ევროპელმა ექსპერტებმა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო  და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელიც მიეძღვნა პენსიებისა და შრომის შესახებ ევროპულ სასამართლო პრაქტიკას.

შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (Expertise France) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით,  პროექტის "სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური მომსახურებების, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მომზადების დახვეწას და სოციალური უფლებების გაძლიერებას, არსებული სოციალური დაცვის სისტემის, მათ შორის საკანონმდებლო პროცესის სტრუქტურული გადასინჯვის/რეფორმის ხელშეწყობას.  

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელმა,  ოდრიუს ბიტინასმა. სოციალურ საკითხებზე  ევროკავშირისა და გერმანიის სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა  წარმოადგინა გერმანელმა ექსპერტმა ჰაგენ ჰუგელშფერმა, ხოლო ევროკავშირის სამართალში სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვაზე და ლიეტუვაში შრომით საკითხებზე კი ისაუბრა ლიეტუველმა ექსპერტმა, იუსტინას უსონისმა.  მოხსენებების წარმოდგენის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, სადაც ქართველმა მოსამართლეებმა და ევროპელმა ექსპერტებმა  განიხილეს პროფესიული გამოცდილების  პრაქტიკული მაგალითები.

ბოლო სიახლეები

მაისი 2024

  • Previous month
  • Next month
მაისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi