პარიზის სააპელაციო სასამართლოს მთავარი...

y

პარიზის სააპელაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვია

გამოქვეყნებულია: 29/09/2022

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლემ, მერაბ გაბინაშვილმა პარიზის სააპელაციო სასამართლოს მთავარ პროკურორს, საფრანგეთის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს, ჯილეს შარბონიერს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემა და სისხლის სამართლის მიმართულებით არსებული ეროვნული სასამართლო პრაქტიკის მიდგომები.

შეხვედრის დასასრულს პარიზის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა დაათვალიერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და ეწვია მართლმსაჯულების მუზეუმს.

ბოლო სიახლეები

მაისი 2024

  • Previous month
  • Next month
მაისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi