საქართველოს უზენაესი სასამართლო
თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენი უზენაეს სასამართლოს ესტუმრა
გამოქვეყნებულია: 28/09/2022
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენმა დაათვალიერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და ეწვია მართლმსაჯულების მუზეუმს.
ბოლო სიახლეები
პანელური დისკუსია თემაზე“ ტენდენციები და გამოწვევები საქართველოს თავშესაფრის სისტემაში - 2022“
05/12/2022
ადვოკატის პროფესიული დღის მილოცვა
08/11/2022