ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის სპეციალური...

s

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრის მხარდაჭერის თაობაზე მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 27/09/2022

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის მხარდაჭერის თაობაზე მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ; გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა; ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რინა კალიურანდიმ; დევნილთამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მაოდგილემ, თამილა ბარკალაიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მოადგილემ, ელისო შონიამ.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, განხილულ იქნა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მომსახურების გაწევისთვის საჭირო რეკომენდაციები.

ბოლო სიახლეები

მაისი 2024

  • Previous month
  • Next month
მაისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi