საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო...

g

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თანაშემწეებისთვის სემინარი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 19/09/2022

2022 წლის 9 სექტემბერს, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ორგანიზებითა და მხარდაჭერით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა, რომელიც იურიდიული მეთოდის შესავალს, კერძოდ, შემთხვევის გადაწყვეტის მეთოდს მიეძღვნა.

სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ IRZ-ის აღმოსავლეთ ევროპისა და და სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელი ფრანკ ჰუპფელდი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე და მოსამართლე, ექსპერტი მზია თოდუა. შეხვედრას უძღვებოდა დრეზდენის მესამე ინსტანციის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი ექსპერტი ულრიხ ჰაგენლოხი. მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენება სუბსუმფციის ტექნიკის შესავალსა და წუნდებულ პროდუქტზე პასუხისმგებლობის შესახებ, რის შემდეგაც გაიმათა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ღონისძიება გაგრძელდა 16-17 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს პლენუმის დარბაზში.

ბოლო სიახლეები

სექტემბერი 2024

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi