საქართველოს უზენაესი სასამართლო
კონსტიტუციის დღის მილოცვა
გამოქვეყნებულია: 24/08/2022
ძვირფასო კოლეგებო და ჩვენო თანამოქალაქენო,
გულითადად გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უზენაესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის დღეს 24 აგვისტოს. სწორედ კონსტიტუციის მიღება გახდა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში ის უმთავრესი მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა საქართველის როგორც ახალი დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი, მისი მომავალი განვითარების ფუნდამენტი და პერსპექტივა, სადაც ოქროს ასოებით ჩაიწერა საუკუნეების განმავლობაში ფორმირებული, კაცობრიობის საერთო სულიერ ფასეულობებად აღიარებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა გარანტიები. კონსტიტუცია გახლავთ ის უმთავრესი მაკოორდინირებელი დოკუმენტი, რომელიც სრულფასოვნად აბალანსებს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ურთიერთშეთანხმებულ ფუნქციონირებას ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ, დემოკრატიული რეფორმების სრულყოფისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებისათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ დღეს, რომელიც ჩვენი სანუკვარი სამშობლოსა და საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტად იქცა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ნინო ქადაგიძე
ბოლო სიახლეები
პანელური დისკუსია თემაზე“ ტენდენციები და გამოწვევები საქართველოს თავშესაფრის სისტემაში - 2022“
05/12/2022
ადვოკატის პროფესიული დღის მილოცვა
08/11/2022