საქართველოს უზენაესი სასამართლოს მილოცვა...

f

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მილოცვა პროკურორის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია: 30/05/2022

საქართველოს უზენაესი სასამართლო გულითადად ულოცავს საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღეს!

საქართველოს პროკურატურა დემოკრატიული საქართველოს მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელიც თითქმის 30 წელია მხარდამხარ, გულმოდგინედ ახორციელებს კანონის უზენაესობაზე დამყარებული დემოკრატიული მართლმსაჯულების ფორმირებას და მყარ გარანტიებს ქმნის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისათვის.  ქართველი პროკურორების მზარდი პროფესიული განათლება და კვალიფიციური უნარ-ჩვევები,  ქმნის საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა.

საქართველოს უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ ულოცავს პროკურორებს პროფესიულ დღეს და უსურვებს მათ წარმატებებს ქართული მართლმსაჯულების შემდგომი განვითარების პროცესში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi